Tuesday, June 5, 2012

უცნაური ფობიები

10. ნომოფობია – მობილურის არქონის შიში
ერთი შეხედვით შეიძლება ეს სისულელედ მოგვეჩვენოს , მაგრამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო რომ 53 % მოსახლეობისა , რომელიც მობილურით სარგებლობს , უცნაურ არასასიამოვნო გრძობას განიცდის ასე ვთქვათ “შიშს” , როდესაც ისინი მომსახურების ზონიდან გადიან.
დაბანვის შიში უმეტესად ბავშვობის დროინდელ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული , მაგალითად ნათესავის ან მეგობრის დახჩობამ შეიძლება დაბანვის ან საერთოდ წყლის შიში გამოიწვიოს.

. გეფიროფობია – ხიდების შიში



“ფობიების” უმეტესობა ხშირად სხვა უფრო ჩვეულებრივ “შიშებს” უკავსირდება , აი მაგალითად გეფიროფობია ანუ ხიდების შიში მიუთითებს რომ ადამიანს სიმაღლის და გახსნილი სივრცის შიში აქვს.

6. გინოფობია – ქალების შიში

“ვერ გავიგე რა , ქალის კი არ უნდა გეშინოდეს უკან უნდა დასდევდე ” , ეს შიში გამოწვეულია მითიური მებრძოლი ქალების და ალქაჯების მიერ.

5. ფაგოფობია – გადაყლაპვის შიში


ხალხს რომელთაც ფაგოფობია სჭირთ ხშირათ უბრალოდ წყლის დალევის შემდეგაც შეიძლება შეტევა დაემართოთ ან თუნდაც “დაიხჩონ” , თუმცა ამის მიზეზი სულაც არ იქნება ფიზიკური , მათი გონება აიძულებს მათ წყლის დალევა დახჩობათ აქციონ.

4. ტეტრაფობია – 4-ის შიში

ეს შიში გავრცელებულია აღმოსავლურ ქვეყნებში , მიზეზი კი ამისა გახლავთ ის რომ სიტყვა ”სიკვდილი” და ”4” ომონიმებია (ანუ ერთნაირად იწერება) ჩინურსა და კიდევ რამდენიმე აზიურ ენაში.

3. ქოულროფობია – კლოუნების შიში

საკმაოდ გავრცელებული ფობია აშშ-ში.

2. ფობოფობია – შიშის შიში



(ამის ახსნაში საიდანაც ამ სტატიას ვწერ ისეთი რაღაცეები ეწერა ვერაფერი ვერ გავიგე , ასე რომ ნამდვილად ვერ აგიხსნით რა არის შიშის შიში )

1. აუტოფობია (ან მონოფობია) – საკუთარი თავის შიში



ეს ალბათ ყველაზე უარესია ფობიებს შორის , ამის სახესხვაობათ შეიძლება ჩაითვალოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიში , თუმცა ამ ფობიის სპექტრი გაცილებით ფართოა , ამ ფობიის ყველაზე ცუდი სიმფტომი ისაა , რომ ვისაც ეს ფობია სჭირს კარგავს საკუთარი თავის ნდობას მისთვის ძნელია გაერკვეს სადაა რელობა რადგან ფიქრობს რომ საკუთარი სხეული შეიძლება მას ატყუებდეს.

No comments:

Post a Comment