Thursday, May 31, 2012

ფობიაა

ფობია (ბერძნულად φόβος „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როცა ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.
ფობიები თავისი კლინიკური მნიშვნელობით შიშით გამოწვეული დარღვევების ყველაზე ხშირი ფორმაა. კვლევებით არის დადგენილი, რომ:::::::::
ფობიები ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალებში ყველაზე გავრცელებული სულიერი ავადმყოფობაა ,ხოლო 25-წლის ზევით მამაკაცებში რიგით მეორე. საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა, ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდნენ გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.
ფსიქოლოგების და ფსიქიატრების უმეტესობა ფობიების დიდ ნაწილს სამ კატეგორიად ყოფს:
სოციოფობიები — შიშები, რომლებიც სხვა ადამიანს ან სოციალურ სიტუაციებს მოიცავენ, მაგალითად სცენაზე გამოსვლის შიში, ან სხვების მზერის შიში — მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილას ჭამა. სოციოფობიები თავის მხრივ, ასე იყოფიან:
ძირითადი სოციოფობია, აგრეთვე ცნობილი როგორც საზოგადოების შიშით გამოწვეული დარღვევა, და
სპეციფიკური სოციოფობია, რომელისადმი შიშიც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ფიზიკური პრობლემები ფსიქოსომატური გამოვლინებებითაც. მაგალითად, მას, ვისაც საზოგადოებრივ ადგილებში მოშარდვის შიში აწუხებს, არ შეუძლია მოშარდვა ისეთ ადგილას, სადაც ის სრულიად განმარტოებით არ იქნება.
სპეციფიკური ფობიები — შიში, რომელიც ერთი კონკრეტული გამაღიზიანებლითაა გამოწვეული — მაგალითად, ობობა, ძაღლი, ლიფტი, ფრენა, დაავადება და ა. შ.
აგორაფობია — სახლის ან ნაცნობი „უსაფრთხო“ ადგილის დატოვების შიში. აგორაფობია ერთადერთია, რომელიც რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს.






შიშს წარდგენა არ სჭირდება - თითოეული ჩვენგანი პირადად იცნობს ამ განცდას. პრობლემის სათავე უნდა ვეძებოთ იმ ცენტრალურ წერტილში, სადაც იკვეთება ფსიქიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები. ფობიები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ჰიპოკრატე თავის ერთ-ერთ პაციენტზე წერდა: "მას აშინებს ფლეიტის დამკვრელი გოგონა. როგორც კი პირველ ბგერებს გაიგონებს, მაშინვე პანიკური შიში იპყრობს".


თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, ფობია არის შიშის ირაციონალური ეტაპი. ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე. ადამიანს თავს ატყდება ყოვლისმომცველი საშინელება, რომელიც არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებს. ამასთანავე, ავადმყოფი გრძნობს, რომ გარესამყაროში მისი ასეთი ქმედების საფუძველი არ მოიძევება, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ექიმები ამას პანიკურ შეტევას უწოდებენ. შიში არის ემოცია, რომელიც აღმოცენდება ორგანიზმის, მისი ფასეულობების, პრინციპებისა და იდეალების მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარის შემთხვევაში. ჯერ კიდევ ფროიდის დროიდან მიღებულია შიშის დაყოფა რეალურ და ნევროზულ ფორმებად. რეალური შიში ჩვენთვის სავსებით გასაგებია. ეს არის გარეგანი საშიშროების აღქმის საპასუხო რეაქცია. ამ შემთხვევაში შიში მიზანმიმართულია და ასრულებს სიგნალის ფუნქციას: "საფრთხე ახლოს არის, მოემზადე თავდაცვისთვის ან გასაქცევად". შიშის ეფექტის მომეტებულ გავრცელებას და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე შიშით რეაგირებისკენ ადამიანის მიდრეკილებას ფსიქოანალიზი გარკვეულწილად ფსიქიკაში შიშის ბირთვის არსებობით ხსნის.
ფსიქოანალიტიკოსებს შიშის პირველ გამოვლინებად მიაჩნიათ შიშის მდგომარეობა, რომელიც ბავშვის დედისგან მოცილებისას იჩენს თავს. რაც შეეხება ნევროზულ შიშს, აქ რამდენიმე ფორმას განასხვავებენ. პირველია ე.წ. თავისუფალი შიში - უსაგნო, ობიექტის არსებობის გარეშე წარმოქმნილი განცდა. ამ შიშს უწოდებენ ლოდინის შიშს ან ავადმყოფურ ლოდინს. ამ ფობიით დაავადებული ადამიანები ყოველთვის ცუდის მოლოდინში არიან. ფროიდი ამ მდგომარეობას შიშის ნევროზს უწოდებს. შიშის მეორე ფორმა დიამეტრალურად განსხვავდება აღწერილი მდგომარეობისგან და ფსიქიკურად უფრო მეტად არის დაკავშირებული ამა თუ იმ ობიექტთან ან სიტუაციასთან. ეს შიში ვლინდება მრავალფეროვანი და უცნაური ფობიის სახით. ზოგიერთი სიტუაცია ან ობიექტი ნევროტიკებში დაუძლეველ შიშს ბადებს, მაშინ როცა ნორმალურ ადამიანებს ამ სიტუაციისა თუ ობიექტის მიმართ მსგავსი რეაქცია არ აღენიშნებათ. ასეთი ფობიები (მაგალითად, ქვეწარმავლების ან მწერების ძლიერი შიში) გასაგებია, თუმცა გამოხატვის ფორმაა გადაჭარბებული. თუ შიში ადამიანისათვის პრობლემად იქცევა და ხელს უშლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას, მას ფობიად განიხილავენ. ტერმინ ფობიის შინაარსი მეტად მრავალფეროვანია. ამერიკელი მეცნიერების მიერ შედგენილ სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონში აღწერილია 400 სახის ფობია, თანაც მათი რაოდენობა ცივილიზაციის ახალი მიღწევების გაჩენასთან ერთად იზრდება. სტატისტიკის თანახმად, დედამიწის ყოველი მერვე მკვიდრი ერთი ან რამდენიმე სახის ფობიით არის შეპყრობილი.





როგორი ფობიები არსებობს?

ყველაზე ხშირად გვხვდება აგორაფობია, რომელიც გულისხმობს არა მარტო გაშლილი სივრცის შიშს, არამედ სხვა ფობიებსაც, კერძოდ, ხალხმრავლობის შიშს, როდესაც ადამიანს არ აქვს საშუალება, დაუბრუნდეს მისთვის უსაფრთხო ადგილს, შინიდან გასვლისა და მაღაზიაში შესვლის შიშს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტროთი, მატარებლით, თვითმფრინავით) მარტო მგზავრობის შიშს. ზოგს სიმაღლის ეშინია, ზოგს - ჩაკეტილი კარის. არიან ადამიანები, რომელთაც პანიკური შიში აქვთ მიკრობების, ჭექა-ქუხილის, მჭრელი და ბასრი საგნების, ჩრდილოეთის ციალის, ვარსკვლავების, მთვარის, ღრუბლების, კომეტების, სამგლოვიარო რიტუალის, უსასრულობის მიმართ. არიან ისეთებიც, ვისაც თოჯინის გამოხედვისაც კი ეშინია. მოკლედ, ყოველგვარი შიშისა და ფობიის ჩამოთვლა შეუძლებელია. დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს ვეგეტატიური სიმპტომატიკით: გულისცემის გახშირებით, ოფლიანობით, სიწითლით, კანკალით ან ტრემორით, პირის სიმშრალით, სუნთქვის გაძნელებითა და ქოშინით, გულმკერდის არეში დისკომფორტით ან ტკივილით, ღებინებით ან მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებით.

ფსიქოანალიტიკოსები ფობიებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:

I - ზოგადი ფობიები, რო-დესაც ადამიანს ეშინია გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის;
II - ე.წ. ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ (ასეთია, მაგალითად, ჩაკეტილი ან ღია სივრცის შიში);
III - სოციალური ფობია ანუ მოქმედების ფობია - საჯაროდ რაიმეს კეთების შიში.
არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება მისთვის დამახასიათებელი შიშები. მაგალითად, ბავშვებისთვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში, მოზარდებისთვის - პარტნიორისადმი დამოკიდებულების შიში, ნაადრევი სიკვდილის შიში.



საიდან ჩნდება ფობია?

დიდხანს ეგონათ, რომ აკვიატებული მდგომარეობის ფენომენი შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ამჟამად კი ფობიას დამოუკიდებელ დაავადებად განიხილავენ, ვინაიდან ამ სენით შეპყრობილი ადამიანები შიზოფრენიით დაავადებულნი ნამდვილად არ არიან. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას "ჭკვიანი ადამიანების სისულელეები" უწოდა. ეს იმიტომ, რომ ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. ეს დაავადება, შიზოფრენიისგან განსხვავებით, არ იწვევს პიროვნების შეცვლას, უფრო მეტიც - ფობიით დაავადებულებს ფსიქიკური მოშლილობის სხვა სახეები არ აღენიშნებათ. ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აკვიატებული შიშის საფუძველს ფსიქოლოგიური ფაქტორები წარმოადგენს, მეორენი კი დამნაშავედ ბიოლოგიურ ფაქტორებს მიიჩნევენ, მაგრამ ფაქტები და მათი ანალიზი ამტკიცებს, რომ მიზეზი უმეტესად ორივე ტიპის ფაქტორთა თანხვედრაა. შეინიშნება ფობიის მემკვიდრეობითობის ტენდენცია: თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე სახის ფობია აღენიშნება, არსებობს ალბათობა, რომ ის შვილსაც დაემართოს. ესპანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის ოჯახები, რომელთა წევრებიც ამა თუ იმ ფორმის ფობიით იყვნენ შეპყრობილნი და დაამტკიცეს, რომ ფსიქიკის ეს გადახრა ათიდან 9 შემთხვევაში თანდაყოლილია. ამერიკელი მეცნიერის, ნევროლოგისა და ფსიქიატრის ლევინსონის აზრით, ფობიის მიზეზები შუა ყურის პათოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ამის თქმის საფუძველს მას 20 ათასამდე პაციენტზე დაკვირვება აძლევს. ამიტომ ლევინსონი ფობიით შეპყრობილებს მოუწოდებს, მიმართონ ოტორინოლარინგოლოგებს და გამოიკვლიონ შუა ყური.



როგორ ვუმკურნალოთ ფობიას?

ფობიის მკურნალობა საკმაოდ რთულია. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. ფსიქოანალიტიკოსები ამ ტიპის ავადმყოფებს თავისუფალი ასოციაციის მეთოდით მკურნალობენ, ფსიქოთერაპევტები უპირატესობას შთაგონებასა და ჰიპნოზს ანიჭებენ, ფსიქიატრები კი მედიკამენტური მკურნალობისკენ იხრებიან. ფობიების მკურნალობისთვის ამჟამად ტრანკვილიზატორები გამოიყენება, თუმცა ამ პრეპარატების ხშირი, უსისტემო მიღება დამოკიდებუ-ლების ჩამოყალიბებას იწვევს, ამიტომ მიზანშეწონილია, მკურნალობა მცირე ხანს (არა უმეტეს 2 კვირისა) გაგრძელდეს. არსებობს პრეპარატები, რომლებიც განსაზღვრულ შიშებზე არჩევითად მოქმედებს, თუმცა მხოლოდ ეს საშუალებები საბოლოო ჯამში ნაკლებეფექტურია. მკურნალობის რეკომენდებული მეთოდია მედიკამენტური თერაპიის (ინდივიდუალურად შერჩეული ანტიდეპრესა-ნტების) შერწყმა ფსიქოთერაპიასთან, რომელიც ადამიანს შიშის არსის, მისი მიზეზების გარკვევაში დაეხმარება. საკუთარ შიშებს შეიძლება თვითჰიპნოზის საშუალებითაც ებრძოლოთ. ამბობენ, თუ ისწავლით საკუთარი სუნთქვისა და პულსის მართვას, შეძლებთ მოდუნებას და თავს დააღწევთ პანიკის შეტევებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკის ქალაქ ატლანტის ემერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ფობიების მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი - მკურნალობა კომპიუტერული თამაშების საშუალებით. მათთვის, ვისაც ჭექა-ქუხილის ეშინია, ქმნიან ვირტუალურ ჭექა-ქუხილს ხმის ნატურალური ეფექტებით, ვირტუალური თვითმფრინავი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფრენის შიში აქვს და ა.შ. ცნობილია ერთი ადამიანის ისტორია, რომელსაც არაქნოფობია ჰქონდა - ობობას დანახვისთანავე პანიკური შიში იპყრობდა. მან გადაწყვიტა, მიემართა ექიმისათვის, რომელმაც ფსიქოანალიზის მეთოდით უმკურნალა. მკურნალობის კურსის დამთავრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კითხვაზე, გათავისუფლდა თუ არა ფობიისგან, მან უპასუხა: "დიახ, მიშველა - პანიკის გრძნობა აღარ მაქვს, მაგრამ საშინელების განცდა დამრჩა".

ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს და შედარებით გულგრილად შეხედოს ამ საკითხს. სხვები სრულ პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ მათი თავდაპირველი პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.

No comments:

Post a Comment